русскийEnglishAzeriitaliano

UGUL

აღდგენითი მკურნალობის უნივერსალური კაბინეტი

გაგვაჩნია ორი დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია სამი გისოსიანი დანადგარითა და საკიდებით. „UGUL”_ში სამკურნალო ვარჯიში მდგომარეობს კიდურებით მოძრაობების შესრულებაში სხეულის ნაწილების დამუშავების გაადვილებით. ამგვარი ვარჯიშები კონტრაქტურის თავიდან ასაცილებლად, სახსარში მოძრაობის მოცულობის გაზრდის, კუნთის ატროფიის საწინააღმდეგოდ და მისი ძალის გაზრდისკენ არის მიმართული.

„UGUL”_ში ასევე სრულდება წოლითი პროცედურა, რომლის მიზანია დაძაბული კუნთების მოდუნება და პათოლოგიური რეფლექსების განეიტრალება. აქვე ხორციელდება სხეულის სრული ჩამოკიდების პროცედურაც; მისი ამოცანა აგრეთვე კუნთების რელაქსაციაა. სხეულის ყოველი ნაწილი საკიდებისა და ბაწრების მეშვეობით  მაგრდება გისოსებსა და კარკასთან და ამგვარად გამოკიდებულია ჰაერში. ჩამოკიდება მოიცავს: თავს, გულმკერდს, მენჯის არეს, მუხლების, ტერფის, მხრისა და იდაყვის სახსრებს.