русскийEnglishAzeriitaliano

UBSB

მენჯ-ბარძაყის გვერდითი სტაბილიზაციის აღჭურვილობა

ელასტიური რეზინის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პოზაში ვარჯიშების შესრულება სხეულის სტაბილიზაციისათვის, ქვედა კიდურების ნაწილობრივ თუ სრული დატვირთვით. აღჭურვილობა აადვილებს ფუნქციონალური უნარების შეძენას და განვითარებას, ისეთების როგორებიცაა ჯდომა, ოთხზე სიარული, დგომა, გამართული სიარული.

„UBSB” ემსახურება წონასწორობის რეფლექსების მასტიმულირებელ ვარჯიშებს. სათანადო სტაბილიზაციის პირობებში, სრული უსაფრთხოების შეგრძნებით, პაციენტი ასრულებს ვარჯიშების სერიას, რომლებიც ანვითარებენ საჯდომის მდგომარეობის კონტროლს საყრდენ სიბრტყესთან მიმართებით, ფრონტალურ სიბრტყეში სტატიკური და დინამიკური სტაბილიზაციის განსაკუთრებული გათვალისწინებით. ვარჯიშები ტარდება როგორც წონასწორობის მოშლით სხეულის ზემო ნაწილის სტაბილიზაციის დროს (ქვემო კიდურების დამუშავების თანმიმდევრულობა), ასევე სხეულის ქვედა ნაწილის სტაბილიზაციის შენარჩუნებით (ვარჯიშები სხეულის წონასწორობის მოშლით).

წონოსწორობითი ვარჯიშების გარდა „UBSB” ქმნის ისეთი არსებითი ელემენტების დამუშავების შესაძლებლობას როგორიცაა:

  • მხრის სარტყლის კონტრროტაცია ბარძაყებთან მიმართებაში (სხეულის გრძივი ღერძის ვარჯიშები);
  • პენდულაცია (ზემო სახსრების მოძრაობების თანმიმდევრულობა ქვემო სახსრების მოძრაობებთან მიმართებაში, ამ თანმიმდევრულობაზე აქცენტის გადატანით);
  • წელის მდგომარეობა (სწორ პოზაზე ყურადღების გამახვილება ყოველი შესრულებული ვარჯიშის შემდეგ, თავისა და მხრების მდგომარეობის კორექცია შესრულებული ვარჯიშების დროს);
  • კონტრაქტურებთან ერთად ანდა კონტრაქტურის გაჩენის საფრთხის ქვეშ მყოფი კუნთების ელასტიურობა (საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ვარჯიში მსხვილი კუნთოვანი ჯგუფების ავტორედრესაციისათვის:მხრების სარტყელი, სხეული, მენჯის ნაწილი და ქვემო კიდურები, ასევე შესაძლებელია ამ ვარჯიშების შეჯერება ბარძაყებთან მიმართებაში მხრების კონტრროტაციის ვარჯიშებთან);
  • სუნთქვითი და ცირკულაციური გამართულობა (სუნთქვითი ვარჯიშების გაერთიანება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოძრაობის გაუმჯობესებისა და სხეული კუნთების გაჭიმვის, მათ შორის დამხმარე სუნთქვითი კუნთების ვარჯიშებთან;
  • ზოგადად შრომისუნარიანობა და ფიზიკური ფორმა.