русскийEnglishAzeriitaliano

 

EUROSUIT მეთოდიკა

გამოცდილი, პერსპექტიული, ინტენსიური, ცერებრული დამბლით დაავადებულ, ზურგის ტვინის დაზიანების შედეგების, მოტორული დარღვევების მქონე  პაციენტებისთვის აღდგენითი მკურნალობის კომპლექსური მეთოდიკა.

ძირითადი ცნობები კოსტუმ EuroSuit და აღდგენითი მკურნალობის შესახებ

ისტორია

კოსტუმის გამოყენების იდეა გაჩნდა რუსეთში ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების პერიოდში. კოსტუმი შეიქმნა როგორც კოსმოსურ სივრცეში ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი გრავიტაციის არ არსებობის უარყოფითი შედეგების წინაღობა. 90_იანი წლების დასაწყისში სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოსტუმი შესაძლოა გახდეს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა ფორმის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის ეფექტური სამკურნალო საშუალება.

მრავალი სამეცნიერო ცდებისა და გამოკვლევების შედეგად შემუშაველ იქნა კოსტუმი „პინგვინი”, ხოლო მოგვიანებით მისი მოდიფიკაცია სახელწოდებით „ადელი”.

2008 წლიდან პოლონეთში, ევრომედის სარეაბილიტაციო ცენტრში, პაციენტების აღდგენით მკურნალობაში გამოიყენება კოსტუმის ახალი ვერსია სახელწოდებით „ევროსუიტ” (EuroSuit).

მეთოდიკის შესახებ

EuroSuit  მეთოდიკის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტებს კუნთოვანი ფუნქციების გაძლიერებაში, განუვითარებელი ანდა დაკარგული მოძრაობითი ფუნქციების, ისეთების როგორიცაა: ოთხ კიდურზე სიარული, მუხლებზე სიარული, გამართული სიარული, საყოფაცხოვრებო თვითმომსახურება და სხვ.  აღსადგენათ.

აღდგენითი მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამა ძირითადად ეყრდნობა ფიზიოთერაპიისა და სპორტულ  ფიზიოლოგიური აქტივობის სფეროში ფუნდამენტურ  ცოდნას.

 

მთავარი მიზნებია:

  • კუნთოვანი ტონუსის ნორმალიზაცია,
  • სახსრებში აქტიური მოძრაობითი დიაპაზონის გაზრდა,
  • კუნთოვანი ძალისა და შრომისუნარიანობის გაზრდა,
  • კუნთების ფუნქციისა და წონასწორობის კონტროლის გაუმჯობესება,
  • მოძრაობითი დამოუკიდებლობის მიღწევა.

 

EuroSuit

EuroSuit წარმოადგენს რბილ პროპრიოცეპტულ ორტეზს, რომელშიც შედის თავსაფარი, ქვედა საცვამი, ჟილეტი, მუხლის საფარი და ფეხსაცმელი, სადაც დასამაგრებლად  სპეციალურად არის ჩაკერილი მარყუჟებისა და კაუჭების რიგი. EuroSuit ისაფრთხო და ეფექტური სამკურნალო აღჭურვილობაა, რომელიც სპეციალური სამკურნალო პროგრამის გამოყენების ფარგლებში მიზნად ისახავს რეაბილიტაციის დადებითი შედეგების მიღწევის დაჩქარებას.

 

კოსტუმ EuroSuit გამოყენების შედეგები

  • პრიოპრიაციის გაუმჯობესება,
  • პათოლოგიური მოძრაობითი სტერეოტიპებისა და რეაქციების შემცირება,
  • სხეულთა ნაწილების სწორი დაყენებისა და სიარულის სწორი სტერეოტიპების აღდგენა
  • დასუსტებული კუნთების გაძლიერება,
  • სხეულის სტაბილიზაციის გაუმჯობესება,
  • წონოსწარობის კონტროლის გაუმჯობესება,
  • თავის ტვინის მუშაობის სტიმულირება,
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების გაუმჯობესება,
  • სენსორული შეგრძნებების სტიმულირება,
  • მეტყველების ფუნქციის გაუმჯობესება,
  • აღდგენითი მკურნალობის პროცესის დაჩქარება.

 

ჩვენებები:

  • ბავშვთა ცერებრული დამბლა
  • ქალა–ტვინის ტრავმა
  • მოძრაობოთი განვითარების შეფერხება
  • ზურგის ტვინის დაზიანებები
  • მენინგოცელე
  • ზურგის ტვინის თიაქარი
  • ნერვულ–კუნთოვანი დაავადებები

 

სამკურნალო კურსები:

  • დღეში 4–6 საათი, კვირაში 6 დღე (ორი, სამი და ოთხ კვირიანი კურსები)
  • პირველი კვირა: ექიმის შემოწმება და მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის განსაზღვრა, კუნთოვანი ტონუსის გაზრდა/შემცირება, მოძრაობის პათოლოგიური სტერეოტიპების შემცირება, სწორი მოძრაობითი ფუნქციების მოცულობის გაზრდა, კუნთოვანი ძალის მომატება;
  • მეორე კვირა: განსაზღვრულ მოძრაობათა ფუნქციებზე პასუხისმგებელი შესაბამისი კუნთოვანი ჯგუფების გაძლიერება;
  • მესამე კვირა: ოთხ კიდურზე გადაადგილების ინტენსიური ვარჯიშები, სიარული მუხლებზე, გამართული სიარული, გამომუშავებული ფუნქციების განვითარება;
  • მეოთხე კვირა: გამომუშავებული ფუნქციების განმტკიცება, მიღწეული პროგრესის განმტკიცება, შემდგომი მკურნალობის გეგმის განსაზღვრა სახლის პირობებში მუშაობის გასაგრძელებლად, პაციენტის მშობლებისა და თანმხლებ პირთათვის რეკომენდაციების გაწევა მისი აღდგენითი მკურნალობისათვის, დასკვნითი საექიმო გამოკვლევა პაციენტის რეაბილიტაციის შესაფასებლად.

 

აღდგენითი მკურნალობის შედეგები:

  • პათოლოგიური მოძრაობითი სტერეოტიპების შესუსტება,
  • კუნთოვანი ძალისა და შრომისუნარიანობის გაზრდა,
  • კუნთოვან ფუნქციათა კონტროლის გაომჯობესება,
  • დამოუკიდებლად სიარულის, ჯდომის, ოთხ კიდურზე და მუხლებზე სიარულის, ასევე სხვა მოძრაობითი ფუნქციების გაუმჯობესება.