русскийEnglishAzeriitaliano

ჰელიო კომპრესები

ჰელიო კომპრესების მეშვეობით ხდება სითბოს ლოკალური ზემოქმედება ორგანიზმზე. სითბო ახდენს გამაყუჩებელ და ანთებითსაწინააღმდეგო მოქმედებას, ადუნებს კუნთებს, ზრდის შემაერთებელ ქსოვილთა დრეკადობას.

ადგილობრივი გამოყენების დროს სითბო:

  • – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ანთებითსაწინააღმდეგო მოქმედებას; ახდენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, განსაკუთრებით მაღალი კუნთოვანი ტონუსით გამოწვეული დარღვევების დროს;
  • – აუმჯობესებს კოლაგენური შემართებელი ქსოვილის დრეკადობას (კიდურების კონტრაქტურებში საუკეთესო შედეგები მიიღება ერთდროული გაწელვითი ვარჯიშების შესრულების დროს);
  • – აუმჯობესებს კიდურების საპოხი სითხის სიბლანტეს, რაც კიდურების მოძრაობით უნარს ზრდის;
  • – აადვილებს ზუსტი მოძრაობების შესრულებას;
  • – აუმჯობესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგებას;
  • – ახდენს საერთო დამამშვიდებელ ეფექტს.

 საკუთარი მაღალი სითბოტევადობის გამო სილიკატური ჰელიო ტომრები დიდი ხნით ინარჩუნებენ მუდმივ ტემპერატურას. 40 °C _დე. გაცხელების შემდეგ ხდება მათი დადება სხეულის გარკვეულ ნაწილებზე 20-30 წუთით.