русскийEnglishAzeriitaliano

ხელის თერაპია

მიზნად ისახავს მცირე მოტორიკის განვითარებასა და გაუმჯობესებას. მტევნისა და თითების ზუსტი მართვის გარდა მოაქვს ტაქტილური შეგძნებებიც, საგნების სტრუქტურისა და ფორმის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა, ანვითარებს დაკავების ფუნქციას და ორივე ხელით მოძრაობის კოორდინაციას. ეს პარალიჩით გამოწვეული დისფუნქციური ხელების, დეგენერატიული და რევმატიული პროცესების, ასევე ოპერაციის წინ და მის შემდგომი მდგომარეობების მქონე პაციენტებისტვისაა განკუთვნილი. ხელის მანიპულაციური ვარჯიშებისათვის აღჭურვილობის გამოყენებით, მეთოდისტის ზედამხედველობის ქვეშ, პაციენტები ცდილობენ კუნთებისა და სახსრების კონტრაქტურის გადალახვას, აღიდგინონ კუნთოვანი ძალა და მოძრაობების კოორდინაცია.