русскийEnglishAzeriitaliano

ჩვენს შესახებ

Budynek-2 [HDTV (720)]

ისტორია

ევრომედი დაარსდა 1994 წელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სარეაბილიტაციო ცენტრია არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ევრომედი პირველია, რომელმაც გამოიყენა თერაპია ადაპტირებულ კოსმიურ კოსტუმში, გააერთიანა საყოველთაოდ მიღებული სარეაბილიტაციო საშუალებები და ჩამოაყალიბა უნიკალური თანამედროვე მეთოდიკა. კოსტუმ EuroSuit_ის პროტოტიპი ე.წ. Pinguin suit იყო, რომელიც შემუშავდა სპეციალურად კოსმონავტებისთვის ღია კოსმოსურ სივრცეში ფუნქციონირებისათვის დამხმარე საწვრთნელი კოსტუმის საბაზო პრინციპებზე. კოსტუმის სტრუქტურა და დამზადების ტექნოლოგია არმოჩნდა ძალზედ ეფექტური ბავშვთა ცერებრული დამბლის და სხვა მოტორული დისფუნქციების მკურნალობის პროცესისთვის. მრავალმა სამედიცინო გამოკვლევამ და ექსპერიმენტმა ეს დაამტკიცა და განსაზღვრა, რომ მეთოდი სახელად Adeli ეფეტურია და ჩართულ იქნა თერაპიულ პროგრამაში.

 

ქვეყნები საიდანაც ჩვენთან პაციენტები ჩამოდიან


Pacjenci

 

რატომ არის ის ეფექტური?

ერთი შეხედვით ჩვენი კოსტუმის აგებულება ძალზედ უბრალოა.

მასზე სათანადოდ განთავსებული დრეკადი საკიდი გამწევებისა და კაუჭების სისტემა ზეწოლას ახდენს სხეულის შესაბამის მონაკვეთზე, და მისი კორექციის მეშვეობით გავლენას ახდენს პრობლემურ ზონაზე კუნთოვანი ჯგუფის სწორი რეაქციის, მისი დაყენების გასამომუშავებლად.

მოქმედებების მექანიზმი ამ დროს ისეთივეა, როდესაც მაგალითად ვსწავლობთ წერას, სიარულს ანდა ველოსიპედზე ჯდომას.

ცხადია, თავის თავად მხოლოდ კოსტუმი არ წარმოადგენს წარმატების მიღწევის გასაღებს. შედარებისათვის, ვიოლინოს გარეშეც დაუკრავს ორკესტრი. მაშასადამე რა არის მნიშვნელოვანი – მისი სწორად გამოყენება, სარეაბილიტაციო პროცესის ცოდნა, ტექნიკა, წლობით დაგროვილი გამოცდილება, ყოველი პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მისი შთაგონება რთული სამუშაოს გაწევის აუცილებლობაზე და კრეატიულობა.

ყოველი სარეაბილიტაციო ცენტრი როდი სთავაზობს დღეს ამგვარ მომსახურეობას. ყველა მეთოდისტმა როდი იცის თერაპიული კოსტუმის სწორად გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ არაპროფესიონალის ხელში მისი მეშვეობით შეიძლება უნებლიე ზიანის მიყენებაც კი.

 

არა მხოლოდ კოსტუმი

ცოდნა, სიზუსტე და გამოცდილება, კომპლექსური თერაპია და ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა უდავოდ ჩვენი უპირატესობებია. ფაქდიურად ყველა ჩვენი თერაპევტი მუშაობს „ევრომედში” თავიდანვე და გააჩნიათ  სარეაბილიტაციო ტექნიკის გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა. აქტიურად ვთანამშრომლობთ სამედიცინო–კვლევით დაწ83%სებულებებთან, რომლებიც სათანადო ზედამხედველობასა და რეაბილიტაციის გაუმჯობესებისკენ მიმართულ მეთოდოლოგიასა და მოდიფიკაციებზე გვიწევენ კონსულტაციებს. გვსურს, რომ ჩვენი პაციენტები დარწმუნებულნი იყვნენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებაში.

კოსტუმი, სხვადასხვა თერაპიული პროცედურებისა და ვარჯიშების რიცხვიდან მხოლოდ ერთ–ერთი ელემენტია. სარეაბილიტაციო პროგრამა მრავალფეროვანია.  სამკურნალო მასაჟი, UGUL (აღდგენითი მკურნალობის უნივერსალური კაბინეტი), UBSB (მენჯ-ბარძაყის გვერდითი სტაბილიზაციის აღჭურვილობა), ვიბროსტიმულაციური ფეხსაცმელი, მულტითერაპია:  ლაზეროთერაპია, ელექტროსტიმულაცია,ელექტროთერაპია (TENS, ულტრაბგერითი თერაპია, დიადინამიკა,იონტოფორეზი, ინტერდინი), კრიოთერაპია, ხელის თერაპია და სხვ.  თითოეული პაციენტისათვის სათანადო გეგმაში კარგად დაბალანსებულ  და კომპლექსურ პროცედურებს წარმოადგენს.

თავის ტვინში არსებული სფეროები მრავალრიცხოვანია, საჭიროა მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეფექტი, სწორად ამიტომაა, რომ მკურნალობის დროს თითოეულ პაციენტს ზედამხედველობას უწევს ექვსი – შვიდი თერაპევტი.

ცერებრული დამბლის მრავალი ფორმა არსებობს. შესაბამისად ჩვენი კომპლექსური პროგრამაც ითვალისწინებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს, და მკურნალობის მეთოდებს, როგორიცაა PNF, NDT-ბობატი, ვოიტა, მანულაური თერაპია, რასაც ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პაციენტებმა და მათმა თანმხლებ პირებმა იგრძნონ თავი როგორც საკუთარი მეგობრების გარემოცვაში. არ ვაკლებთ მათ მზრუნველობას და ვცდილობთ ყველამხრივ კომფორტული გარემოს შექმნას. ექიმების რეკომენდაციების შემთხვევაში ორგანიზებას ვუწევთ მათთვის საჭირო სამედიცინო თუ სპეციალიზირებული საქონლის შესყიდვაში. ჩვენი თარჯიმნებიც ყოველთვის მზად არიან ყოველგვარი დახმარების გასაწევად.

ოცი წლის განმავლობაში “ევრომედმა” მიიღო 45 ქვეყნიდან 8700 პაციენტი.  მათი უმრავლესობა ჩამოდის წელიწადში ორჯერ და სამჯერ, როდესაც ხედავენ მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრესს და სურთ რეაბილიტაციის გაგრძელება. პაციენტები რეკომენდაციებს უწევენ ერთმანეთს “ევრომედში” მკურნალობის გასავლელად, ხოლო თბილი, სასიამოვნო და “ოჯახური” ატმოსფერო კვლავ უბიძგებთ მათ ჩვენს ცენტრში დასაბრუნებლად.