русскийEnglishAzeriitaliano

ფუნქციონალური ბიომართვა (ფბმ)

ფუნქციონალური ბიომართვის (ფბმ) მეთოდი – ორგანიზმის სხვადასხვა დისფუნქციათა კორექციის ახალი მეთოდია. როგორც თავად მეთოდმა, ასევე მასთან დაკავშირებულმა აპარატურამ გაიარა მრავმხრივი კლინიკური გამოკვლევები

და დაიმსახურა მაღალი შეფასება სამკურნალო რეაბილიტაციის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებისგან. ბიოლოგიურ უკუკავშირზე დამყარებული მექანიზმის პრინციპი პაციენტს აძლევს განუმეორებელ შესაძლებლობას თვალყური ადევნოს მისი ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ამ ტიპის ვარჯიშების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოცემული ფუნქციის შესახებ მიმდინარე ინფორმაცია გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას სხვაგვარად, არაჩვეულებრივი გზით.

სათანადო კომპიუტერული პროგრამა აჩვენებს პაციენტს მონიტორზე იმ წუთში დამუშავებულ ფუნქციას გამუსახულებისა და ხმის ფორმიის მეშვეობით. პროცედურის განმავლობაში, პაციენტი გებულობს მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ მიღწევებს, ადარებს რა, მონიტორზე გამოჩენილ აკუსტიკურ ეფექტს ან ვიზუალურ გამოსახულებას. ამგვარად, მეცადინეობის პროცესში იგი სწავლობს კონკრეტული, იმ წუთში დამუშავებული მოქმედებების მართვას, რომლის კონტროლი დაავადების განმავლობაში იყო დარღვეული ან დაკარგული.

ფბმ_ის ტრადიციულ სარეაბილიტაციო პროცედურებში გამოყენება მკურნალობის ეფექტურობის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.

მეთოდი არ არის დაკავშირებული რაიმე უკუჩვენებებთან, რამეთუ ემყარება  ადამიანის ორგანიზმისთვის ბუნებრივ, სწავლებისა და თვითკონტროლის პროცესებს.

ახალი კომპიუტერული ტექნოლოგია ქმნის ვარჯიშების შესაძლებლობას არამარტო მოზარდთათვის, არამედ 4-5 წლის ასაკის ბავშვებისთვისაც.

REAMED-M:  სხვადსხვა ეთიოლოგიის მქონე მოძრაობითი დარღვევების კორექციისა და დიაგნოსტიკისათვის ფბმ_ის კრებული. გამოყენებას ჰპოვებს ტრავმების, ნევროლოგიური ინფექციების, ცნს_ის ინტოკსიკაციის, ინსულტის შემდგომ პარალიჩების, ზურგის ტვინის ტრავმების, ბავშვთა ცერებრალური დამბლის შემთხვევებში, ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებების, კონტრაქტურათა ოპერაციული გზით მოშორების და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში სხვა ქირურგიული ჩარევების შედეგად აღდგენით მკურნალობაში.

მოცემულიკრებულიკონტროლისადავარჯიშისსაშუალებასიძლევაერთდროულად

ორ კუნთოვან ჯგუფის მიმართ (აგონისტურ და ანტაგონისტურ): გამომდინარე იქიდან, მაღალია თუ დაბალი კუნთოვანი დაძაბულობა, პაციენტი მოძრაობის დროს ცდილობს ადექვატურად შეამციროს ანდა გაზარდოს დამუშავებული კუნთების ЭМГ.

REAMED-Aემსახურება მხედველობითი ფუნქციის დარღვევების კორექციას ელექტროენცეფალოგრამის მონაცემებზე დაყრდნობით. ფბმ_ის მეთოდი გამოიყენება  არსებული დისფუნქციის ცენტრალურ მექანიზმებზე მხედველობითი ანალიზატორის ზემოქმედების მიზნით, სპეციფიური რეფლექსების განვითარებისა და განმტკიცების გზით. დაკავშირებულია ეეგ აქტივიზაციასთან აღდგენითი მკურნალობის პროცესში.