русскийEnglishAzeriitaliano

საცხოვრებელი პირობები

პანსიონატი „ლედანი” განლაგებულია საკურორტო ზონაში.

ხლოპი – მეზღვაურთა პატარა დასახლებაა, რომელიც ბალტიის ზღვის პირას, კურორტების მელნო (Mielno, დაახლ. 5 კმ.) და სარბინოვოს(Sarbinowo, დაახლ. 1,5 კმ.) შორის მდებარეობს, ხოლო კოშალინიდან (Koszalin) 18 კმ_ში.

ცენტრის ადგილდებარეობა ძალის აღდგენისა და დასვენების სესანიშნავ პირობებს იძლევა. აქ იდეალური ადგილია მათთვის ვინც ეძებს სიმყუდროვეს, სიმშვიდეს და განტვირთვის საშუალებას.

ზღვის სანაპიროსა და ტყის სიახლოვე ხელს უწყობს დასვენებასა და სუფთა ჰაერზე დროის გატარებას, სეირნობას, საველოსიპედო და საცხენოსნო ექსკურსიებს, „ნორდიქ უოლქინგის” ტიპის აქტივობებს. ცენტრს გააჩნია საკუთარი გასასვლელი პლიაჟზე.

ჩვენს პაციენტებსა და მათ თანხმლებ პირებს, კვირაში რამოდენიმეჯერ ვუწყობთ გასართობ–სავაჭრო ცენტრებში: „ატრიუმ კოშალინი” და „გალერე აემკა”_ში  უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფას. იქ არსებულ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორიმენტის მქონე მაღაზიებსა თუ აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის საჭირო საყიდლები, ხოლო რესტორნებსა და კაფეებში სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატაროთ თავისუფალი დრო.