русскийEnglishAzeriitaliano

სამკურნალო კოსტუმი

სამკურნალო კოსტუმი EuroSuit – კოსტუმ „Адели”_ს მოდიფიცირებული ვერსიაა. იგი უქმნის პაციენტებს საკუთარი სხეულის შეგრძნებისა და შემეცნების, სივრცესა და მოძრაობაში მოქმედებების გამოცდილების დაგროვების საშუალებას. დისფუნქციიდან გამომდინარე, კოსტუმის ინდივიდუალურად რეგულირებადი საკიდი გამწევების სისტემა პათოლოგიურად დაყენებული სხეულის ნაწილების, სხეულის ცალკეული კუნთოვანი ჯგუფებისა და ქვედა კიდურების ტონუსის მაქსიმალურად კორექტირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ერთობლიობაში ე.წ. პროპრიოცეფციაზე, ე.ი. მყესების, კუნთებისა და კიდურების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სტიმულების გადაცემაზე ახდენს გავლენას.

მოდიფიცერებული კოსტუმი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ძალზედ მკვრივი, ნატურალური, ჰაერის კარგად გამტარი ქსოვილისგან, რომელიც უზრუნველყოფს ვარჯიშების კომფორტულად შესრულებას მკურნალობის დროს; ამცირებს მეცადინეობების პროცესში რაიმე დაზიანებების მიღების რისკს. შესაკვრელების ინოვაციური სისტემა ამცირებს კოსტუმის ჩაცმის ხანგრძლივობას, ხოლო ფერთა  ალტერნატივა შესანიშნავად ამართლებს მასში მუშაობას ნებისმიერი ასაკის პაციენტთან. ამ უნიკალური მოწყობილობის გამოყენება დიდ სამკურნალო შესაძლებლობებს უქმნის მეთოდისტებსა და პაციენტებს.