русскийEnglishAzeriitaliano

მეცადინეობები სახვით ხელოვნებაში

მეცადინეობების დროს მუშავდება მცირე მოტორიკა. პაციენტებს სახვით ხელოვნებასთან უშუალო კონტაქტის საშუალება ეძლევათ. მაგრამ ეს ასევე დასვენების ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ინტენსიური, დამღლელი ვარჯიშების შემდეგ განტვირთვას. კერძოდ ამგვარი მეცადინეობების მიზანია ტაქტილური შეგრძნებების განვითარება, სხვადასხვა ფორმებთან, ფაქტურებთან და ფერებთან გაცნობა, დაკავების ფუნქციის განმტკიცება, ხედვით-მოძრაობითი კოორდინაციისა და ყურადღების გამახვილების უნარის გაუმჯობესება.

სახვით ხელოვნებაში მეცადინეობების დროს სრულდება ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ მათში მონაწილთა მოხერხებულობასა და მოთხოვნილებებს. ეს მეცადინეობები ხელს უწყობენ კრეატიულობის განვითარებას და აძლევენ პაციენტებს დროის კარგად გატარების შესაძლებლობას.

პაციენტები ასრულებენ თავიანთ ნამუშევრებს ფურცელზე სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და ქმნიან სივრცით ფორმებს (მაგ. ცხოველები, ყვავილები). საინტერესო სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენება სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული (მაგ. ყუთები, ბოთლები, ქაღალდის ჭიქები, ღილები და სხვ.) მხატვრული მასალები, ასევე პროდუქტები (მაგ. ვერმიშელი,ფქვილი, მარილი).

არ არის აზრს მოკლებული კარგი სათამაშო მეცადინეობები, ღიმილი და კმაყოფილება პაციენტების სახეებზე.