русскийEnglishAzeriitaliano

კრიოთერაპია

პროცედურა ეყრდნობა სიცივის ადგილობრივ გამოყენებას. ჩვენს ცენტრში ამისათვის გამოიყენება  თხევადი აზოტი, რომლის ტემპერატურაა დაახლ. -160 °С. ქსოვილზე ადგილობრივად ტემპერატურის კლებადობა, უპირველეს ყოვლისა ტკივილგამაყუჩებელ და ანთებითსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ახდენს. პროცედურა ფართო გამოყენებას ჰპოვებს მძიმე ანთებით მდგომარეობების, სხვადასხვა სახის ტკივილების, ჩაქცევებისა და მაღალი კუნთოვანი ტონუსის, მათ შორის სპასტიკის დროს. ერთ წუთზე მეტ ხანს აზოტით ცივი ზემოქმედება იწვევს კუნთოვანი დაძაბულობის კლებას. კრიოთერაპიული პროცედურების შედეგად არ ხდება სისხლის მიმოქცევის სისტემის გადატვირთვა.

 

ადგილობრივი კრიოთერაპიის ჩვენება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • სახსრებისა და სახსრების ხრტილების მძიმე და ქრონიკული დაავადებები (ე.ი. სახსრების რევმატიული ანთებები, პოდაგრა, სპონდილიტი, რევმატიზმი);
  • ხერხემლის ტკივილის სინდრომები;
  • რბილი ქსოვილების რევმატიზმი (მაგ. მყესების ანთება);
  • მოულოდნელი შემთხვევებისა და სხვა ტრმვების შედეგები (ნაღრძობი, გადატრილება, მოტეხილობა და სხვ.);
  • ქირურგიული დაავადებები, მაგ. სახსრების კონტრაქტურა;
  • ნევროლოგიური დაავადებები, მაგ. სპასტიკური პარეზი, მიასტენია, ზურგის ტვინის ანთება, მწვავე ნერვული ანთება.

 

კრიოთერაპიის უკუჩვენება:

  • კრიოგლობულინემია;
  • ცივი აგლუტინაცია;
  • ცივ ზემოქმედებაზე გემოგლობინურია;
  • ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ;
  • მნიშვნელოვანი ანემია;
  • მიკროსისხლმიმოქცევის დარღვევები ქსოვილებში;
  • პარალიჩი, პარესტეზია, პოლინევროპათია.