русскийEnglishAzeriitaliano

თერაპიული მასაჟი

გამოიყენება სამკურნალო მიზნებში.

აუმჯობესებს დამუშავებული ქსოვილების ტროფიკას და ანვითარებს სხვადასხვა სისტემებსა და ორგანოებში ორგანიზმისათვის ხელსაყრელ უნებლიე რეაქციებს. გამოიყენება მაღალი ფიზიკური აქტივობის პერიოდში, რადგან ეხმარება კუნთოვანი ძალის სწრაფად აღდგენას დატვირთვის დროს.

მასაჟი ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს, ამცირებს კუნთების მაღალ ტონუსს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მასაჟის რითმიული და თანაბარი მოძრაობები დამაწყნარებლად და მოსადუნებლად მოქმედებს.

მასაჟი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:

  • კუნთოვანი ფუნქციების დარღვევა (კუნთების ტკივილი, ტრავმები, უმოძრაობა, გადატვირთულობა),
  • პარალიჩისა თუ ტრავმის შედეგად კუნთოვანი ატროფია,
  • გადაჭარბებული კუნთოვანი დაძაბულობა,
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები,
  • გადაჭარბებული კუნთოვანი დატვირთვა,
  • და რიგ სხვა შემთხვევებში.