русскийEnglishAzeriitaliano

ვიბროსტიმულაციური ფეხსაცმელი

ჩვენს მიერ შემუშავდა კომპიტერული პროგრამის მხარდამჭერი სპეციალური ხელსაწყო, რომელიც აგზავნის იმპულსაციას თავის ტვინში, ახდენს სიარულის დროს ტერფის არეში შეგრძნებადი რეაქციების სტიმულირებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია სიარულის ათვისების მოსამზადებელი პროცესისათვის, როცა ვიბრაცია მიმართულია კონკრეტულ ნაწილზე, ასევე ტკივილის შემცირებასა და ნეიტრალიზაციისათვის.

ეს აპარატი მუშაობს ადამიანის ნაბიჯის რითმში. ასეთი ეფექტი მიიღება ვიბრატორთა თანმიმდევრული ჩართვა-გამორთვის გზით, რომლებიც ზემოქმედებენ ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ტერფის საყრდენ ზონებზე.

პროცედურა კარგად აღიქმება პაციენტის მიერ. ხშირად ექმნება ვერტიკალური მდგომარეობის მიღების გრძნობა, სიარულის ილუზია. ეს ამცირებს მწოლიარე პაციენტების ვერტიკალიზაციასთან შეგუების დროს. პროცედურა დადებითად მოქმედებს პარალიზებული კიდურის ვეგეტატიურ ინერვაციაზე, გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევასა და ტროფიკულ ფუნქციებზე, შედეგად კი აჩქარებს მის მკურნალობას. მოცემული პროცედურა დადებით ზეგავლენას ზხდენს სოსხლძარღვთა ფუნქციებზეც, რაც მნიშვნელოვანია ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულების – ფილტვის არტერიის ტრომბოზული ემბოლიის პროფილაქტიკისათვის.