русскийEnglishAzeriitaliano

ელექტროსტიმულაცია

ფუნქციონალური სტიმულაცია გამოიყენება კუნთოვანი ფუნქციების დარღვევების, ნერვულ-კუნთოვანი დაავადებების, ტრავმებისა და ინსულტების მქონე პაციენტთა თერაპიაში.

კუნთების მოქმედების არაინვაზიური და უმტკივნეულო დიაგნოსტიკური ЭМГ-ფბმ მეთოდი ნერვებისა და კუნთების მოქმედების შეფასების საშუალებას იძლევა, კუნთების დამშვიდებულ და შეკუმშულ მდგომარეობაში. გვეხმარება განვსაზღვროთ პაციენტის მიერ კუნთებზე ცნობიერად ზემოქმედების სფერო. წინასწარი გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ პროცედურების ყველაზე ხელსაყრელი პარამეტრები თითოეული პაციენტისათვის.

არსებული მეთოდი პროცედურის პროცესში პაციენტის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თერაპიის გაცილებით კარგი შედეგები მოაქვს.

ფუნქციონალური თერაპიის მიზანია – ორგანოებსა და კუნთებზე ცენტრალური კონტროლის გაუმჯობესება და ნერვების რეგენერაცია. ამ პროცედურების ჩატარება, ყველაზე კარგი შედეგების მისაღწევად საჭიროა რეგულარულად.

პროცედურა არ არის რთული ჩასატარებლად; გამოიყენება თვითსამაგრი ელექტროდები, რომელიც მაგრდება პაციენტის თავზე. უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება ისეთი სიხშირის დენები, რომლებიც გვხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პაციენტი გრძნობს რა, დენის რბილ ზემოქმედებას, იმ წუთში მაქსიმალურად უნდა გაამახვილოს ყურადღება კუნთის მოქმედებაზე. საჭიროა აღინიშნოს, რომ ელექტროსიმულაციის სწორი გამოყენება არავითარ ინტერაქციაში არ შედის მიღებულ წამლებთან.

ფუნქციონალური სტიმულაციის სადა პროცედურები აძლიერებენ ნერვების ელექტროგამტარობას ისევე, როგორც მოძრაობა აძლიერებს კუნთს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თუ კი საქმე გვაქვს ნერვისა ან ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ კუნთის ინერვაციასთან, ანდა თავის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანებებთან და ცებრელაური დამბლის დროს, ძალზედ მნიშვნელოვანია კუნთისვის დახმარება მისი ფუნქციონალური დარღვევისას. ფუნქციონალური ელქტროსტიმულაცია თავიდან იცილებს კუნთის ატროფიას, კუნთოვანი ქსოვილის დეგენერატიულ ცვლილებებს, აუმჯობესებს კუნთოვან ტონუსს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა რეგულარულად ასტიმულირებს ნერვებს.

 

ფუნქციონალური ელექტროსტიმულაციის გამოყენების სხვა სფეროებია:

  • ტკივილის მკურნალობა;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
  • ინერვაციის დარღვევები;
  • პარეზისა და სპასტიკის მქონე პაციენტების აღდგენითი მკურნალობა;
  • ანთებითი პროცესების მკურნალობა

 

სტიმულაციის უკუჩვენებები:

  • გულის სტიმულაცია ანდა ძლიერი არითმია;
  • ეპილეფსია;
  • უკანალის, ვაგინალური, ქვედა საშარდე გზების ანთებითი მდგომარეობები;
  • შარდის ძლიერი შეკავების დროს მენჯის ნაწილის სტიმულირება არ შეიძლება.