русскийEnglishAzeriitaliano

დღის განრიგი ევრომედში

ყოველი ციკლი ევრომედში იწყება ჩამოსვლის დღიდან (სადილიდან), აღდგენითი მკურნალობის პროცესის დაწყების წინა დღეს. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები ჩამოდიან ჩვენთან გვიან საღამოს, ამიტომ ვახშამს ვახვედრებთ ნომრებში.

პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, რომლებიც პირველად ჩამოდიან ჩვენთან ხვდებათ თარჯიმანი, რომელიც აცნობს მათ ცენტრს, პაციენტის ინდივიდუალურ განრიგს და სამკურნალო კაბინეტების ადგილმდებარეობას.

მომდევნო დღეს, საუზმის შემდეგ იწყება მკურნალობის პროცესი წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით. დასაწყისშივე პაციენტი გადის საექიმო გამოკვლევას – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აღდგენითი მკურნალობის სპეციალისტის მიერ, რომელიც რეკომენდაციას უწევს განსაზღვრულ პროგრამას, ასევე საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამკურნალო ვარჯიშებსა და პროცედურებს.

8:00 საათზე  იწყება ორ საათიანი მეცადინეობა კოსტუმ  EuroSuit გამოყენებით,  რომელიც ტარდება მასაჟის შემდეგ. 15–20 წუთიანი მასაჟი, ჰელიო კომპრესები თუ კრიოთერაპია წარმოადგენს გადაღლილი კუნთოვანი  ჯგუფებისა და სახსრების  მოსამზადებელ (განტვირთვის, დასვენების) ეტაპს მომდევნო ინტენსიური დატვირთვისთვის. მასში შედის: UBSB  – მოწყობილობა წელის გვერდითი სტაბილიზაციისათვის (30 წთ.), UGUL – ფიზიკური ვარჯიშები აღდგენითი  მკურნალობის უნივერსალურკაბინეტში (30 წთ.)  მომდევნო პროცედურაა  – ვიბრომასტიმულირებელი  ფეხსაცმელი (დაახლ. 20 წთ.). პროგრამის დამატებას წარმოადგენს ვერტიკალიზაცია სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.

ვერტიკალიზატორში ყოფნის დროს (30 წთ.), პარალელურად , პაციენტს შეუძლია დაკავდეს  მისთვის სასურველი აქტივობით: სამაგიდო , სენსორული თამაშები და სხვ.

ჩვენი პაციენტების თვის უსაყვარლეს და საინტერესო პროცედურას სტაბილომეტრული პლატფორმა წარმოადგენს,  რომლის  ხანგრძლივობა  დამოკიდებულია  ავადმყოფის საერთო მდგომარეობისა და შესაძლებლობებისგან.

აღდგენითი კომპლექსური პროგრამის  მომდევნო ეტაპია ხელის თერაპია. 30 წუთის განმავლობაში პაციენტი, ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ ანვითარებს საკუთარ მანუალურ შესაძლებლობებს (ხელში ჭერის უნარის და სხვ.) მტევნისა და თითების გავარჯიშების გზით. ამ თერაპიას  თან ახლავს  ორ საათიანი სახვითი ხელოვნების    (ხატვა, ძერწვა და სხვ.)   მეცადინეობები , რომლებიც ტარდება  კვირაში ორჯერ. ასევე კვირაში ორჯერ, პაციენტს შეუძლია ჩაეწეროს  კონსულტატიურ მეცადინეობებზე ლოგოპედთან.

ექიმის მიერ წინასწარი  გამოკვლევის შედეგად შესაძლო დამატებით პროცედურებს განეკუთვნება: მულტიტერაპია  (ელექტროსტიმულაცია, ელექტროთერაპია, TENS, დიადინამიკა, იონოფორეზი, ინტერდინი), კინეზიოტეიპინგი ანდა დამატებითი ფასიანი: ფუნქციონალური ბიომართვის პროცედურები . მეცადინეობების დროს პაციენტებს ეხმარება თარჯიმანი, რომელიც იმყოფება ცენტრში  მთელი კურსის განმავლობაში.

ზემოთ მოყვანილია  პროცედურების თანმიმდევრობის მხოლოდ  ერთი მაგალითი. თითოეულ პაციენტს გააჩნია  ინდივიდუალური პროგრამა.

საერთო ჯამში, 28 დღის განმავლობაში პაციენტი ღებულობს 144 საათიან ინტენსიურ თერაპიას.

მეცადინეობების დასრულების შემდეგ, დაახლ. 14:00 სთ–ზე, პაციენტი თანმხლებ პირთან ერთად სადილობს, ხოლო საღამოს ვახშმობს ცენტრის სასადილოში. პაციენტის ავად გახდომის შემთხვევაში, ვიძახებთ ექიმს ანდა გადაგვყავს იგი ახლომდებარე საამბულატორო დაწესებულებაში გამოსაკვლევად.

კვირაში რამოდენიმეჯერ , პაციენტს თანმხლებ პირთან ერთად  ვიწვევთ  ქ.კოშალინში გასამგზავრებლად, სადაც უხვადაა საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრები, აფთიაქები, სამედიცინო სპეციალიზირებული მაღაზიები .

სამკურნალო ციკლი მთავრდება ექიმის გამოკვლევით მეთოდისტების თანდასწრებით, რომლის შემდეგ პაციენტს ეძლევა რეკომენდაციები სახლში სარეაბილიტაციო პროგრამისა და მომდევნო ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.  პაციენტს ეძლევა აგრეთვე ცნობა (ეპიკრიზი) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტი აღწერით სამკურნალო კურსის დაწყების წინ და მის შემდეგ, მიღებული შედეგების ჩვენებით. კურსის დასრულების შემდეგ პაციენტი და მისი თანმხლები პირი, ევრომედის ტრანსპორტით მიემგზავრება აეროპორტში.