русскийEnglishAzeriitaliano

გთავაზობთ შემდეგ მომსახურეობას

შ.პ.ს. სარეაბილიტაციო ცენტრი „ევრომედი” ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვადასხვა ეთიოლოგიის მქონე პაციენტების, ბავშვებისა და მოზარდების აღდგენით სამკურნალო მომსახურეობას.

ჩვენ გთავაზობთ სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც მუშავდება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის, სამკურნალო კოსტუმ „ევროსუტის” გამოყენებით. ერთ პაციენტთან მუშაობს 2 ან 3 მაღალკვალიფიციური ფიზიოთერაპევტი, ხოლო სხვა პროცედურების დროს, საერთო ჯამში თან ახლავს კიდევ 6–7 მეთოდისტი.

მეთოდისტების გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ კოლექტივთან მუშაობა გავლენას ახდენს თერაპიის სიზუსტესა და დიფერენცირებაზე, პაციენტების მიერ შესრულებული სამკურნალო ვარჯიშების ეფექტურობაზე. საყოველთაოდ აღიარებული სათანადო სარეაბილიტაციო ელემენტების, მეთოდების, ვარჯიშების, პროცედურებისა და აღჭურვილობის შერჩევა ქმნის ავადმყოფის პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას და გავლენას ახდენს მისი მკურნალობის პროგრესზე. პაციენტის რეაბილიტაციას ზედამხედველობას უწევს ექიმი, ხოლო თერაპიის პროცესი თანხმდება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის აღდგენითი მკურნალობის ექიმ–სპეციალისტთან. პაციენტს ვთავაზობთ აგრეთვე ლოგოპედურ კონსულტაციას.

 

ცენტრის მუშაობის განრიგი:

ჩვენი ცენტრი ორგანიზებას უწევს 2 და 4 კვირიან სამკურნალო კურსებს. სამკურნალო პროცედურები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა – დასვენების დღეა.

„ევრომედის” მიერ შემოთავაზებული კომპლექსური სარეაბილიტაციო მომსახურეობა საშუალებას იძლევა შემუშავდეს ყველაზე ზუსტი და ყოველი პაციენტისათვის ხელსაყრელი აღდგენითი მკურნალობის პროგრამა, პაციენტის მდგომარეობის, ექიმისა და მეთოდისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პროცედურებსა და კურსებს:

  • ვარჯიში თერაპიულ კოსტუმში
  • სამკურნალო მასაჟი
  • UGUL (აღდგენითი მკურნალობის უნივერსალური კაბინეტი)
  • UBSB (მენჯ-ბარძაყის გვერდითი სტაბილიზაციის აღჭურვილობა)
  • ვიბროსტიმულაციური ფეხსაცმელი
  • ჰელიო კომპრესები
  • ვერტიკალიზატორი
  • მულტითერაპია: ლაზეროთერაპია, ელექტროსტიმულაცია,ელექტროთერაპია(TENS, ულტრაბგერითი თერაპია, დიადინამიკა,იონტოფორეზი, ინტერდინი)
  • კრიოთერაპია
  • ვარჯიში გროსის აპარატში
  • კინეზიოტეიპინგი
  • ხელის თერაპია
  • სახვით-ხელოვნებითი თერაპია
  • ელექტროსტიმულაცია (ექიმის ჩვენების საფუძველზე.

 

ბიოუკუკავშირი:

  • REAMED-M (სახსრების მოძრაობის შეზღუდვა და მოტორული განვითარების შეფერხების სარეაბილიტაციო ხელსაწყო კოპმლექსი)
  • REAMED-A (მხედველობითი დარღვევების სარეაბილიტაციო ხელსაწყო კოპმლექსი).